-
2014-12-12 18:11
ეკონომიკის ექსპერტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქში" აქვეყნებს ავსტრიის ბანკის საცავში გადაღებულ ფოტოს, სადაც მას მილიონი ევრო უჭირავს. გოცირიძე ირონიით წერს, რომ ლარი მან გააუფასურა.
"მინდა გამოგიტყდეთ. ლარი მე გავაუფასურე. ერთბაშად ვიყიდე ყველა ვალუტა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა:). იქიდან ბენდუქიძე მეხმარებოდა.
P.S. ხელში მიჭირავს 1 მილიონი ევრო. 500 ევროიანები. 1 მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურით არის 10 კილოგრამი.
შეგიძლიათ აწონოთ საქართველოს ვალები და განსაზღვროთ მისი სიმაღლე.
ჩემი სტუდენტები აკეთებენ. გაგაცნობთ.
ეს არის ავსტრიის ეროვნული ბანკის ფულის საცავი. ვსწავლობდით, როგორი ინდა ყოფილიყო ჩვენი საკასო ცენტრი. ჩვენიც ძალიან მაგარია. ეს დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა. უკეთესი გამოვიდა, ვიდრე თავიდან ვაპირებდით", - წერს გოცირიძე.