
ამირან ძოწენიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მის მიერ მოყვანილ სტატისტიკას ემსახურება იმის შესახებ, რომ აშშ-ში ეკონომიკა წელს მხოლოდ 2%-ით, საქართველოში კი 5%-ით გაიზარდა.
"ჩვენთან ეკონომიკა 5%–ით იზრდება აშშ–ში 2%–ით, სიამაყით აღნიშნა უმწიფარმა პრემიერ მინისტრმა. ბატონო პრემიერო, მშპ ერთ ამერიკელზე არის 55 ათასი დოლარი, ქართველზე 4 ათასი.
შვილო მისმინე, 5%–ით ზრდა ნიშნავს, რომ ქართველი 2014 წელს მცხოვრები ამერიკელის დონეზე იცხოვრებს 140 წლის შემდეგ, იმ დროისთვის საშუალო ამერიკელის შემოსავალი 2%–ი ზრდით იქნება 220 ათასი დოლარი.
ასე, რომ ყმაწვილო "ვერტალიოტებით" ვაჭრობა იცოცხლე კარგია, მაგრამ 100–ის ფარგლებში ანგარიში, რომ გესწავლათ და პროცენტების გამოთვლა კიდე, არ იქნებოდა ურიგო!
P.S. 2003–2012 წლებში საქართველოში სულ გასამართლდა 148 ათასი კაცი და არა 300 ათასი", - წერს ამირან ძოწენიძე.