
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურასა და შსს-ს მასზე მუშაობა დაევალა.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ამის დამატებითი მიზეზი "ფრეშნიუსია" (ინტერნეტტელევიზია, რომელიც ჟურნალისტმა ახლახან დააფუძნა და რომელმაც უკვე რამდენიმე სკანდალური მასალა გამოაქვეყნა, მათ შორის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების მიერ ტენდერების საეჭვო მოგებაზე, - რედ.).
ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:
ჩიტმა ამბავი მომიტანა, პროკურატურამ და შსს-მ მიიღო დავალება იმუშაონ ჩემზე. ძალიან ნერვებს უშლით თურმე "ფრეშ ნიუსი". პროკურატურა აქტიურად ჩაება უკვე დავალების შესრულებაში.
ჰყავდათ სამი ადამიანი დაკითხვაზე და ძაან სასაცილო კითხვებს უსვამდნენ ჩემზე! ახლა რომ დაგცინოთ, უზრდელიაო, იტყვით და როგორ ვერ გამიცანით. მე რომ პროკურატურა და შსს მაშინებდეს სახლში ვიჯდებოდი წინსაფრით...
კარგი სადილების კეთება კი ვიცი სხვათაშორის! შოთაძე, ნუ დაგავიწყდება, რომ შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე ამათ!
და ღარიბ, ბრონს მიხედე, ბრონს, ნიუ-იორკის ცენტრში რომ იკეთებ სეირნობის დროს! გასწავლიდით, შიშებს რა კურნავს, მაგრამ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ ვიცი! წარმატებები თქვენ.
ფრთხილად იყავით სადმე არ მოცურდეთ...".