ყვარელში მომხდარი პოლიციელის მკვლელობის დეტალები

Image

30 ნოემბერს, საღამოს 44 წლის გელა ფიცხელაური საკუთარ სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ბრალდებული, 28 წლის ილია სეფაშვილი სამართალდამცავებმა საზღვარზე დააკავეს.

 

 

„ამბობენ, გელას ადრე ილია სეფაშვილის ცოლი ჰყვარებია. მაშინ გოგო 13 წლის ყოფილა.

 

ცოლობაც უთხოვია ოჯახისთვის, გოგოს მამას უცემია კიდეც - ჩემი ხნის კაცს შვილს არ გავატანო. ეს გოგო მერე თანატოლს შეუყვარდა და ოჯახი შექმნეს.

 

ქმარი ინგლისში იყო სამუშაოდ წასული. მის ცოლს ქუჩაში დახვედრია გელა და ეს ამბავი გოგოს ქმრისთვის უთქვამს. ილიას თავისი მეგობრებისთვის უთხოვია, ყურადღება მიექციათ მისი ცოლისთვის. ამბობენ, ერთ დღეს მანქანით გზა გადაუჭრაო და ეს აცნობეს ილიას ინგლისში.

 

გელას გიორგობასაც დაურეკავს გოგოსთვის. ამის მერე ილიას დაურეკავს გელასთვის, ჩემს ცოლს ახლოს არ გაეკაროო. ამას უპასუხია, შენ კედელი ხომ არა ხარ, ვერ გაგწიოო. ისიც გამწარებული ჩამოსულა.

 

იმ დღესაც უჩხუბიათ, გელას იგივე გაუმეორებია, შენ კედელი ხარო? და მკვლელობა მოხდა", - განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

სამართალდამცავებმა სეფაშვილის დაკავების შემდეგ, მისი სამი თანაკლასელიც დააკავეს - გიორგი სტეფანიშვილს, გიორგი კაბისაშვილსა და ვანო იმერლიშვილს ბრალად დანაშაულის თანამონაწილეობა ედებათ. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. როგორც ყვარელში ამბობენ, პოლიციელებმა გიორგი კაბისაშვილს სასტიკად სცემეს.

 

„არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია, ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, როგორი შვილი მყავს, ჩვენ ყოველთვის პატიოსანი შრომით ვცხოვრობდით.

 

გელა ჩემს შვილზე ბევრად უფროსი იყო, ილიას სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი პატარა ძმა ხარო. რა უთანხმოება ჰქონდათ, არ ვიცი. რაც ცოლი შეირთო, გელა ჩვენთან აღარ მინახავს.

 

ჩემი შვილი 20 წლის იყო, ცოლი რომ მოიყვანა. მეცხრე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი, ბედნიერები იყვნენ. ერთი გოგო ჰყავთ.

 

ჩემს შვილს პროცესზე უთქვამს, მისი მოკვლა არ მინდოდაო. ფეხებში უსვრია, სამწუხაროდ, გელა გარდაიცვალა,“ - ამბობს ილია სეფაშვილის დედა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !