რა ურჩია ცოტნე გამსახურდიამ ბიძინა ივანიშვილს

Image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მამამისის, ზვიად გამსახურდიას შეცდომების გათვალისწინებას ურჩევს.

 

„როგორც სჩანს, ბიძინა ივანიშვილი მართლაც უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით და რეალურად აღელვებს საკუთარი რეპუტაცია. ეს კარგია.

 

მართალია, გადაჭარბებული ყურადღება ხშირად უცენზურო და უსაფუძვლო კრიტიკისადმი ქართულ პოლიტიკაში დამღუპველია - როგორც ეს დაემართა მამაჩემს, მაგალითად, როცა მას სწორედ იმაში ადანაშაულებდნენ მიზანმიმართულად, რაც თავშიც არასდროს გაუვლია - ეს მაინც ბევრად სჯობს სიტუაციას, როცა ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია და "ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის". როცა შენი შენი ყოფილი ამომრჩეველი ქარავანისთვის მაყეფარი ძაღლის ფასია. ესეც იყო უკვე...

 

და მაინც, იგი ამ ხმას ვერც მატარებელში გაიგებს და ვერც - თვითმფრინავში. პირველად შეხვედრისას ვუთხარი სწორედ: ეს არის ქვეყანა, სადაც უსიამოვნო ამბის მომტანს თავს აჭრიდნენ. თქვენ არავინ, არასოდეს გეტყვით ცუდ ამბავსთქო.

 

ეტყობოდა, რომ არ დამიჯერა. თუმც ფაქტი - ჯიუტია, უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის გამოკითხვისას დაინტერესებული პირის მიერ გარკვეული განუსაზღვრელობის პრინციპი მოქმედებს: როცა შენი ყოფნა გავლენას ახდენს მისი გონების მდგომარეობაზე და შედეგი უკვე აღარ იქნება "ბუნებრივი".

 

ვფიქრობ, აქ ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო დამხმარე ისევ მედია და ჟურნალისტები იქნებიან, ვისთანაც მან ურთიერთობის საკმაოდ უცნაური მანერა აირჩია. მედია ასახავს ხალხში არსებულ გუნება-განწყობებს და ამავ დროს - თავად აყალიბებს მათ.

 

უსმინეთ ჟურნალისტებს, ბატონო ბიძინა: ხშირად გაუნათლებლებს, ზოგჯერ მოსყიდულებს თუ ანგაჟირებულებს, ხანდახან - მონდომებულებს, პატრიოტებს და პროფესიონალებს. ისინი ჩვენი ქვეყნის ტიპიური შვილები არიან. შესაბამისი პროპორციებით წარმოდგენილი", - წერს ცოტნე გამსახურდია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !