
იბერიულ-კავკასიური მოძრაობის გამგეობის წევრი, რუსეთში მცხოვრები ზაზა გაბედავა, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო ცვლილებების ტემას ეხმიანება და წერს, რომ სუს-ის უფროსი ციხეში უნდა იჯდეს.
„სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე ციხეში უნდა იჯდეს, აქციებს სასტიკად არბევდა ხალხს ტირის თოფს ესროდა, თვალები რამოდენიმე ადამიანს დაუზიანა.
მე ჩიკვილაძეზე გამაჩნია დიდი ინფორმაცის კრებული რასაც გადავცემ სათანადო ორგანოებს. ციხეში ჩიკვილაძე - მკვლელი“, - წერს ზაზა გაბედავა.
მალხაზ ჩიკვილაძე წინა ხელისუფლების დროს შსს-გენინსპექციაში მუშაობდა. ის გენინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის მოადგილე იყო. ჩიკვილაძემ შსს-ში მუშაობა 2012 წლის არჩევნების შემდეგაც გააგრძელა, 2014 წლის სექტემბერში კი სუს-ის უფროსის მოადგილე გახდა.
მალხაზ ჩიკვილაძე ფიგურირებს ცნობილ ვიდეოში, რომელიც 2010 წელს ვიდეოპორტალებზე გავრცელდა და სადაც ჩანს, როგორ ესვრის ტირის თოფს თბილისში მომიტინგეებს ვასილ სანოძე. აივანზე სანოძესთან ერთად მალხაზ ჩიკვილაძეც იმყოფება.