როგორ მოიშორა თავიდან ირაკლი ღარიბაშვილი პეტრე პოროშენკომ

Image

აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში  საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, მამუკა კუდავა  წერს.

 

 

„რატომ მოიწონა ივანიშვილმა უკრაინის მთავრობაში ქართველების გამინისტრება და შესაბამისად ცივი წყალი გადაასხა ოცნების მინისტრებს და პოლიტიკოსებს (რომლებიც 2-3 დღე თუთიყუშივით დაზეპირებული ტექსტით გვიმტკიცებდნენ - ეს დანიშვნები ცუდია და ორმხრივი ურთიერთობები დაზიანდებაო)?

 

იმიტომ, რომ ჩემი უკრაინული წყაროს მიხედვით, ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით თხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ზრდილობიანად უსმინა, მაგრამ ერთი სურვილი გამოთქვა - რომ ქართველ პრემიერს ამდენ ხანს და ასეთი დაბეჯითებით რუსეთის შემოჭრისას გამოეხატა შეშფოთება და დახმარების მზადყოფნა.

 

შედეგად მივიღეთ დიპლომატიური მარცხი: ორწლიანი პასიურობის გამო კიევთანაც გაფუჭდა ურთიერთობა და მოსკოვთანაც ვერაფერს მივაღწიეთ "ნორმალიზაციის" ილუზორული პოლიტიკის ფარგლებში.

 

ასევე მივიღეთ ივანიშვილის მიერ სამართლიანად "გაბანძებული" ოცნების პოლიტხელმძღვანელობა, რომელსაც მესიჯ-ბოქსის შემდგენელ კონსულტანტებთან ერთად მუდმივად უნდა ახსოვდეს: გასაგებია, რომ დავალებული აქვთ, მაგრამ სულელური და რადიკალური მესიჯებით ძალიან თავს ნუ გამოიდებენ, რადგან ბოლო სიტყვას მაინც ივანიშვილი ამბობს", - წერს მამუკა კუდავა.

 

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნით უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !