
ამ სიტყვებით მსახიობმა მეუღლეს სოციალურ ქსელში მიმართა, რომლის შემდეგაც მათ შორის სახალისო დისკუსია გაიმართა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ტარიელ სუარმა ედუარდ შევარდნაძის 10-წლიან სიყვარულს სტატუსი მიუძღვნა.
„სამწუხაროდ საქართველოში ვაჟკაცობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია, თუ რამდენ ქალბატონთან უღალატებს მამაკაცი მეუღლეს.
ქვეყნის მთავარსარდალი ყველა სიკეთესთან ერთად საზოგადოებაში მეუღლისადმი ერთგულებასაც უნდა ასხივებდეს. სახელმწიფოში ცოლ-ქმრის ერთგულება, განსაკუთრებით ქმრის ერთგულება, სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის.
საქართველოში კი სამწუხაროდ პირიქით არის,“ - დაწერა ტარიელმა.
გიტარისტის ამ სტატუსს „ფეისბუქ-მეგობრების“ უამრავი კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთ მათგანთან ტარიელი დისკუსიას შეჰყვა, რაც ია ფარულავას არ მოეწონა.
- ვააააააა, ვინაა ალექსანდრე კოპალიანი, მე ეგ დაბლოკილი მყავს და ჩემთან არ ჩანს, - დაწერა მსახიობმა.
- ჩემთან კი 2 დღეა მიშა პარიკმახერი აღარ ჩანს. დამბლოკა ალბათ“. )))) - უპასუხა ტარიელმა.
- ტარიელ, ნუ ატრაკებ გირჩევნია. შე კოპალიანის ძმაკაცო, შენა - დატუქსა იამ მეუღლე.
- რას გულისხმობ ჩემო სიცოცხლე ? თუ გინდა დავბლოკავ. მთავარია შენ გრძნობდე თავს ბედნიერად, - ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა გიტარისტმა.
- ალექსანდრე კოპალიანი იქნება და ეგ რაც არის, შენ ჩემზე კარგად იცი და კიდევ როგორ გყავს მეგობრებში, მიკვირს - დააკვალიანა მსახიობმა.
- ეხლავე დავბლოკავ ჩემო პატარავ. ამ წუთში...დავბლოკე ჩემო პრინცესავ. როგორც ყოველთვის ჩემი ქალღმერთის მოთხოვნა შესრულებულია, - არ აწყენინა ტარიელმა.
სანამ ცოლ-ქმარი „პაექრობდა“, ტარიელის სტატუსი ერთ-ერთმა მედიასააგენტომ გაავრცელა.
- უუუუუუუფ, პორტალები - „ზიზღით“ მიაწერა ია ფარულავამ.
- მართალი ხარ ჩემო სიხარულო, ყველანაირი უაზრობა მიაქვთ! მაგალითად, ეს რა გამოსაქვეყნებელი იყო? - ახლა მეორე სააგენტოს „ლინკი“ ჩაუგდო ტარიელმა.
- მაგიტომ ფრთხილად უნდა იყო, - ისევ დამოძღვრა მეუღლე მსახიობმა.