
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თინა კანდელაკის ინტერვიუს ეხმაურება.
ტელეწამყვანმა აზერბაიჯანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუკი მის სამშობლოს დასჭირდება, მზად არის მისი კანდიდატურა საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე შესთავაზოს.
„ჩამოიყვანეთ, რა! უკრაინაზე ბოღმაც გაგივლით და არც ჯანყარაშვილის წოწიალი დაგჭირდებათ საქართველოს შემდგომი შერცხვენისათვის.
ყველაფერი აქვე, ჩვენს ეროვნულ „სამზარაულოში“ მოთავსდება“, - წერს დარჩიაშვილი.