
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე უარს, სოციალურ ქსელში აფასებს მისი მხარდამჭერი უკრაინაში მერი კოკაია.
ეს ის მერი კოკაიაა, რომელიც საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ჩართვისას ტელეეკრანზე იხილა.
„ამ ფოტოს გაზიარება დიდი ხანია მინდა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ დღეს ველოდი.
ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი მომენტი. არა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელიც რუსეთზე გაყიდულმა მთავრობამ ქვეყნიდან განდევნა, 45 მილიონიანმა ქვეყანამ პირველი ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, არამედ იმიტომ, რომ მიშამ საკუთარი კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობა არ დათმო.
ეს არ არის უბრალოდ მოქალაქეობა, პასპორტი, დოკუმენტი. დღეს, ჩემი აზრით კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ მიშას აინტერესებს საქართველო, საქართველოს გამთლიანება, საქართველოს მომავალი და არა თანამდებობა, სახლი, მანქანა, პიჯაკი… (რაც დამერწმუნეთ უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე დათანხმების შემთხვევაში ნამდვილად ექნებოდა, ბევრად უფრო დიდი დოზებით ვიდრე "ჩვენს" მთავრობას წარმოუდგენია).
ძალიან მწყდება გული, რომ ქართველებზე ჭკვიანები უკრაინელები აღმოჩდნენ, რომლებიც ქართულ პოტენციალს გააფთრებულები ჩაეჭიდნენ. გაირკვა, რომ ეს ხალხი ყოველდღიურ ჭორაობაზე, სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევაზე ბევრად მაღლა აყენებს პატრიოტიზმს, თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამაში კიდევ ერთხელ იმიტომ დავრწმუნდი,
რომ მგონია მიხეილ სააკაშვილისთვის ამ თანამდებობის შეთავაზება უპირველესად ხალხის დაკვეთა იყო, უკრაინელებმა იციან თავისუფლების გემო და ჩვენზე უკეთესად მიხვდნენ, რომ მიშას დახმარებით ამას აუცილებლად მიიღებდნენ.
მოკლედ, მე მიხარია, რომ ის ისევ საქართველოს მოქალაქე იქნება და ზუსტად ვიცი უკრაინელების დახმარებას ისევე გააგრძელებს, მიშას არ მგონია რეგალიე სჭირდებოდეს იმისთვის, რომ მისი ცხოვრების უმთავრესი იდეისთვის - რეგიონის გათავისუფლებისთვის იბრძოლოს.
P.S. ძალიან არ მიყვარს ეს გამოთქმა - "ისტორია თავისას იტყვის", მემგონი იმდენი შეგნება უნდა გვქონდეს, რომ ისტორიას არა მომავალში, არამედ აწმყოში აღვიქვამდეთ... გუშინ კი ისტორიამ "თავისი სათქმელი" ნამდვილად უკვე თქვა", - წერს მერი კოკაია.