
რუსული რუბლის უპრეცენდენტო ვარდნას გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია ეხმიანება და ჯაბა იოსელიანის შედარებას ამ კონტექსტში იხსენებს.
რუბლის ვარდნის შესაჩერებლად მხოლოდ ერთ დღეში, გუშინ, 2 დეკემბერს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი დახარჯა. დღეს რუბლის კურსი ჯერ მკვეთრად დაეცა, და შემდეგ, სავარაუდოდ ცენტრალური ბანკი მორიგი ინტერვენციის შედეგად, ოდნავ აიწია. ხვალ გავიგებთ, დღეს რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯა რუბლის გასამყარებლად.
სულ ის ავადსახსენებელი დრო მახსენდება, თავის მამაკაცურ შესაძლებლობებსა და კუპონის სიმყარეს რომ ადარებდა ერთმანეთს ჯაბა იოსელიანი - როგორც იმას არ ეშველება, ისე ამასო, - ეს პერიფრაზია, მან უფრო პირდაპირ თქვა, "ქურდულად", - წერს კახა ლომაია.