
გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე საბავშო ბაღების გაერთიანების ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ მისცა ჩვენება.
პროცესს ნანუკა ჟორჟოლიანიც დაეცწრო.
„პროცესზე ჩვენებას აძლევს ვინმე ნინო თევდორაძე, დღეს კი ქოცია, მაგრამ 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას, ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე, კადრების სამსახურის უფროსი იყო.
ნუ არაფერს ვამბობ როგორ ამაყობდა გიგის გუნდის წევრობით და ახლობლობდა მასთან.
ვუყურებ ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ქალს და ვფიქრობ, რომ ბევრად ჯობია ახლა გიგის მდგომარეობა მისას!
გამყიდველები ხომ ყველასთვის გამყიდველები არიან! ნაციონალებისთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც!
ქალბატონო ნინო! ძაან ცუდი სახელი გქვიათ“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“