
აღნიშნულის თაობაზე წერს სოციალურ ქსელში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის დირექტორი თამთა დემურიშვილი.
„160 ლარი?! ამ მოხუცს პატარა "გაზის ბალონი" ენატრება, რომ ფაფა მაინც გააკეთოს, მეორე მოხუცი ხილს ცალობით ყიდულობს, ისიც თვეში ერთხელ,
მესამე - მავთულხლართებიდან ვერ გამოდის და ამის გამო, სოციალური დახმარება აქვს მოხსნილი, ხანშიშესული კაცი თავს იკლავს, იმის გამო, რომ შვილის მკურნალობის თანხა ვერ გადაიხადა და იგივე პრობლემის გამო, ახალგაზრდა ქალი თავს იწვავს...
და ეს სახელფასო დანამატები?! და პრემიები?! ეს 21-ე საუკუნის საქართველოა...", - წერს თამთა დემურიშვილი.