სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ზოგ ქართულ მედიასაშუალებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Image

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი ქართულ მედიას დეზინფორმაციასი ადანაშაულებს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში მან აღნიშნა, რომ მისი სახელით ყალბი ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მას არ მიუცია.

 

"როგორც ჩანს, ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება (ტელეკომპანია იმედის და სხვა პროსამთავრობო წყაროების ჩათვლით) ციტირებს ინტერვიუს, რომელიც მე, თითქოს, ფინურ გაზეთს მივეცი.

 

ამ ინტერვიუში მე თითქოს ვამბობ, რომ ქართველები არასერიოზულები და აშკარად არაევროპელები არიან. და ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ დავრჩი ასე დიდხანს თბილსში ისაა, რომ მსურდა მენახა, შეიძლებოდა თუ არა ასე არასერიოზული და არაევროპელი ხალხის ცივილიზებულ ევროპელებად გადაქცევა და მივედი დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მათ ჩვენი რეფორმები უარყვეს.

 

აშკარაა, რომ ეს აბსოლუტური სიყალბეა და ტრადიციულ საბჭოთა ან პუტინისტური დეზინფორმაციის კამპანიას ჰგავს.

 

1. მე არასდროს მიმიცია ინტერვიუ რომელიმე ფინური მედიისთვის და არასოდეს არაფერი გამიგია ამ გაზეთის შესახებ.

 

2. ჩემი შეხედულებები ამ სიცრუეს სრულად ეწინააღმდეგება: მიმაჩნია, რომ ქართველები ღრმად, ფუნდამენტურად ევროპელები არიან. და მე ჩემი 6 წელი დავხარჯე იმაში, რომ სხვა ევროპელები ამაში დამერწმუნებინა. და მე ამას გავაგრძელებ იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მოქმედ მთავრობაზე და მის კრიმინალურ ქმედებებზე. მე საქართველოზე შეყვარებული ვარ, რადგან შეყვარებული ვარ ქართველ ხალხზე.

 

3. ერთადერთი რამ, რაც საქართველოში არაევროპული და არასერიოზული დავინახე, ეს მთავრობის ქმედებებია, მისი ზემდგომი ოლიგარქის განცხადებები და ზოგიერთი მათი მორჩილი მედიასაშუალების პრაქტიკაა, რომლებმაც ეს სიცრუე გაიმეორეს ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. არავის არც იმედიდან და არც სხვა მედიიდან, რომლებიც ჩემს სიტყვებს „ციტირებდნენ“, თავი არ შეუწუხებიათ იმაზე , რომ დამკავშირებოდნენ.

 

4. მე ძალიან კარგად მესმის, რა არის ამ ტყუილის მიზანი. მათ სურთ ჩემი მეშვეობით ზიანი მიაყენონ ჩემს მეგობებს ოპოზიციაში - აჩვენონ, ყველანი როგორი ქედმაღლები ვართ, პატივს არ ვცემთ ქართულ ტრადიციებს, და ქართველი ხალხს აგდებულად ვუყურებთ.

 

5. უმორჩილესად ვთხოვ დაინტერესებულ ქართულ მედიას, ჩემი ზემოხსენებული მკვეთრი უარყოფის პოზიცია დაფიქსიროს...

 

დასკვნა: ღრმად მწამს რა, რომ ქართველების ევროპელები არიან და იმსახურებენ შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს, ევროკავშირსა და NATO-ს, მე გავაგრძელებ საქართველოში იმ ძალების დახმარებას, ვინც ამჟამად იბრძვის საკუთარ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის.

 

სანამ ჩემი მეგობრები არ გამოვლენ ციხიდან, საქართველოს დემოკრატია დაცულ არ იქნება და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება.

 

ამას რაღაც დრო დასჭირდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ დღეს მოვესწრებით. დარწმუნებული ვარ, საქართველო ოლიგარქიული მთავრობის მმართველობის ქვეშ აღარ იქნება", - წერს გლუქსმანი.

 

"ტაბულა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !