
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანცელარია აქტივისტებით შეავსო და მერე ხელს უგულავასკენ იშვერენ, პარტიული აქტივი დაასაქმა მერიის სამსახურშიო.
„აი, საქმე, რომელიც მილიონებით არის ცნობილი, რეალურად რა არის? ღარიბაშვილის პროკურატურა გიგი უგულავას ეუბნება, რომ მან პარტიული აქტივი დაასაქმა მერიის სამსახურში.
ანუ ეს მილიონები მათი დათვლილი ხელფასებია, თორემ სახლში ფული წაიღეო, არც ღარიბაშვილი ამბობს უგულავაზე! მაგრამ ეს სხვა თემაა.
ვისი პარტ. აქტივის დასაქმებაზე ლაპარაკობ, პრემიერ-მინისტრო, შენივე სამსახურში შეიხედე! აქტივისტებით ხომ შეავსეთ მთელი კანცელარია და დღემდე აქტივისტობით, მხოლოდ თქვენი და თქვენი გარემოცვის გაპრავებით არიან დაკავებულები!
პოსტები მაქვს იმდენი, ნეტა მკითხონ, ვის გულისხმობო! ეს ვის პოლიტიზირებულ სამსახურებზე ლაპარაკობს!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.