„მაინცდამაინც ფეხი უნდა მოგტეხოთ, თქვე შობელძაღლებო, თქვე ვირიშვილებო, ზედ უნდა გადაგიაროთ კაცმა და მერე ისწავლით ჭკუას, თქვე დებილებო...“

Image

საჯარო რეესტრის თანამშრომელი, კობა ბახტურიძე  სოციალურ ქსელში ქაშუეთის ტაძარში მომხდარ ამბავზე წერს.

 

 

გუშინ ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, მეგობრის ბავშვი მოვნათლე. რომ შევდიოდი, უცებ წიოკი ატყდა.

 

გავიხედე, ეზოს შესასვლელთან ვერცხლისფერი ჰონდა იყო მომდგარი, კარიბჭესთან რომ მათხოვრები სხედან, იმათზე მიეგდო მანქანა და ჩამოწეული ფანჯრიდან ღრიალებდა, მათხოვრებს დაყვიროდა.

 

უნებურად შემოვბრუნდი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კარიბჭისკენ - ცნობის წადილის ამბავი ხომ იცით... თან ბრაზი მომერია, ამ უქომაგო ხალხის მეტი დასაჩაგრი ვერავინ ნახა მეთქი..... მძღოლმა მანქანა ზედ ხალხზე რომ მიუშვა და მათხოვრები წამოიშალნენ, გავცეცხლდი, ბრაზი მომერია, ახლოს მივიწიე გამოსაქომაგებლად. ამ დროს გაიღო მანქანის კარი, და გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი ხმამაღალი ყვირილით (ტექსტს გთავაზობთ ორიგინალთან ძალიან ახლოს):

 

მაინცდამაინც ფეხი უნდა მოგტეხოთ, თქვე შობელძაღლებო, რომ გამატაროთ? რომ დამსხდარხართ აქ, თქვე ვირიშვილებო, ერთხელ ნაქვამი არ გესმით, ზედ უნდა გადაგიაროთ კაცმა და მერე ისწავლით ჭკუას, თქვე დებილებო......

 

სისხლი გამეყინა ძარღვებში, ამ კაცს ანაფორა ეცვა. კარიბჭესთანვე დავრჩი სახტად.

 

მიყარ-მოყარა ხალხი აქეთ-იქით, ჩაჯდა მანქანაში და მკვეთრი მოძრაობით შემოვიდა კარიბჭეში. რომ გამისწორდა, ვეღარ მოვითმინე, მამაო, გააჩერე მეთქი, ვუთხარი. გააჩერა და გაკვირვებულმა შემომხედა - ეს ვიღას დაკარგვიაო.

 

არა გრცხვენია, მამაო მეთქი, - ვკითხე.

 

არა, არა მრცხვენიაო.

 

როგორ არა გრცხვენია მეთქი, - ჩავეკითხე.

რისი უნდა მრცხვენოდეს და შენ ვინა ხარ, საერთოდ და რა გინდაო.

რა მინდა და გამხილებ, მამაო-მეთქი, - ვუთხარი.

არაფერი მაქვს მე შენი სამხილებელიო, - მითხრა.

იფიქრე, მაგაზე, მამაო-მეთქი.

ხელი ამიქნია, რაღაც არც თუ ძალიან სახარბიელო მომაძახა, მკვეთრად დაძრა მანქანა, ექვე ახლოს მიაყენა და გადმოვიდა.

ანაფორსათან ერთად ზრდილობა არ გაწყენდა მეთქი ვუთხარი და ტაძარში შევედი, ნათლობა იწყებოდა.

 

ზურს უკან მათხოვრების მოძახილები მესმოდა - ზოგი მლოცავდა, ზოგიც წყრებოდა - ეს რა არის, სხვა დროს უარესებს შვრებაო...

 

5-10 წუთში შემოვიდა ახალგაზრდა მღვდელი ტაძარში და პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა. რომ მომიახლოვდა, მკლავში ხელი წამავლო და უხეში, აგრესიული ტონით მკითხა - აბა ერთი რა გინდოდა, რას მამხილებდიო.

 

ტაძარში გასარჩევი არ არის, მამაო-მეთქი.

მაშინ გვერდზე გავიდეთო, თან მკლავზე მომქაჩა.

ხომ ხედავ, მამაო, არ მცალია მეთქი, თან დაწყებულ რიტუალზე ვანიშნე.

აბა რა გინდა, რას მამხილებო, გამიმეორა.

მრისხანებაში გამხილე მეთქი, ვუთხარი. მეტის თქმაც მინდოდა, რომ არა გარემოებები.

რა მრისხანებაო, აღშფოთდა.

დებილები არ ეძახე ხალხს მეთქი, ვკითხე. ვირიშვილი, შობელძაღლი და გადაგივლი აღარ შემიხსენებია. მიამიტად მეგონა, ეგეც ეყოფოდა.

დებილები არიან და აბა რა უნდა დავუძახოო, მომიგო.

 

ჩემს გვერდით ძმაკაცის ბიძა იდგა. ვეღარ მოითმინა და შენიშვნა მისცა - მამაო, როგორ იქცევიო.

 

გამოდი გარეთ და გაჩვენებ, როგორც ვიქცევიო, ახლა იმას შეუღრინა. ჩემები ირგვლივ შემოიკრიბნენ.

 

აღარ ავყევით, მარა ხელები კი გვექავებოდა.

 

გავიდა, გზადაგზა ილანძღებოდა, ჩვენებს ჩაუარა და გვითხრეს.

 

ნათლობა რომ დამთავრდა გამოვედი და მანქანას დავაკვირდი - AL-EX სერია ჰქონდა. მამა ალექსიაო, მერე მითხრეს.

 

ტაძრიდან გამოსულივე შემამჩნიეს კარიბჭესთან მსხდომებმა, წამოიშალნენ, მლოცავდნენ, შენს მეტი არავინ გამოგვსარჩლებიაო, მითხრეს.

 

ერთმა ლამაზად შეფუთული ნივთი გადმომცა - ეს ხატია, შვილო, ჩვენგან გქონდეს, შვილო, მართალი გზით გევლოსო. ფული შეეგროვებინათ და საჩუქრად ეყიდათ.

გული დამეწვა.

 

მოვიჩხრიკე და რაც მქონდა ჯიბეში ფული, მივეცი - უსასყიდლოდ არ მინდა მეთქი.

 

წამოვედი, ზურგ უკნ მესმოდა, როგორ მლოცავდნენ და სევდასთან ერთად ბოღმა მახრჩობდა, ამ ხალხს მათივე დამცველისგან დაცვა რომ სჭირებოდათ, მათთვის ერთი უბრალო სიტყვის შეწევნა კი ასეთ იშვიათობად იყო გამხდარი.

 

მანქანაში ხატს შეფუთვა შევხსენი - წმინდა გიორგის ხატია  ამაზე ძვირფას საჩუქარს საგიორგობოდ ვერც ვინატრებდი.

 

დღეს დედა ჩემს სახელზე აკურთხებს.

 

გილოცავთ გიორგობას!!!", - წერს ბახტურიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !