"პირველი მოსაშვილზე მოვიდა - "დვიჟოკიც" ენანება, დიდხანს რომ ამუშაოს" - "ჩაბნელებულთა" რეაქცია უშუქობაზე

Image

"დვიჟოკი", სანთელი, ლამპის შუშა, ასანთი - ეს სიტყვები "ფეისბუქზე" ყველაზე ხშირად შეგხვდებოდათ გუშინ, როცა სრულიად საქართველო სრულიად მოულოდნელად ჩაბნელდა.

 

შეგახსენებთ, დაახლოებით 3.00 საათზე საქართველოს ენერგოსისტემა მთლიანად გაითიშა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, რამაც დენის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. შუქი ავარიულად, თანდათანობით ჩაქრა.

 

დილიდან უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ელექტროსისტემის პარალიზება გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, "ელექტროენერგიის აღდგენის მიწოდება 15 წუთში დავიწყეთ დასავლეთ საქართველოდან, პირველი იყო ზუგდიდი, შემდეგ კი, დაახლოებით 4.00 საათისთვის, დედაქალაქის უბნებისთვის დენის მიწოდება დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდა".

 

კახა კალაძის ფოტო, რომელიც სადისპეტჩერო ფარის დარბაზშია გადაღებული, ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და ახლა ის გახდა საყოველთაო ქილიკის საგანი: "მე მგონი, ეს ფეხბურთს ვარჯიშობდა"; "კიდევ კარგი, შარვლის ამოცმა მაინც მოასწრო, ეტყობა, ლოგინიდან როა წამომხტარი", - ანგლობდნენ "ფეისბუქზე". მოგვიანებით, როცა კალაძემ ტვ-ებს მისცა ინტერვიუ, ის უკვე კლასიკურად ჩაცმული იყო. 

 

გივი თარგამაძემ, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლად ცხოვრობს, მისი ბინის ფანჯრები გადაიღო და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, ხოლო კახა კალაძეს "საკუთარ კარში ორგოლოსანი" უწოდა:

 

"ჰაკიმ, შვილო, ისევ ჩაი...? სიომდაუბერა? დილიდან ქარი რომ იყო, გულმა მაინც არ გიყო რეჩხი? კალა, საკუთარ კარში ორგოლოსანო, სად ხარ, აქედან გადაშენდი? ! ! ! უვარგისებო! ხელისუფლების არამსგავსებო! გამორთეთ გენერატორები და იჯექით ხალხის მსგავსად, სანამ არ გაანათებთ, ან არგაგინათდებათ. მთელ ქვეყანაში მარტო ჰაკიმის და კალას ბინები რომაა გაბრდღვიალებული, და შუშის სასახლე, ზვიგენს მოვკითხოთ?", - წერს თარგამაძე.

 

მოგვიანებით, როცა უკვე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო, გივი თარგამაძემ კიდევ ერთხელ იაქტიურა:

 

"პირველი მოსაშვილზე მოვიდა. "დვიჟოკიც" ენანება, დიდხანს რომ ამუშაოს".

 

გოგა ხაჩიძემ ნავთის ლამპის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "ნუ გეშინია, შვილო, ეს არ ისვრისამაში ნავთს ასხამენ და ანათებს".

 

ანალოგიური იყო სხვა მოქალაქეების, "ფეისბუქის" მომხმარებლების რეაქცია, რასაც მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.

 

sibnele-tb.jpg

sibnele-hakim.jpg

sibnele-lampa.jpg

sibnele-lampaa.jpg

sibnele1.jpg

sibnele-kaladze.jpg

sibnele-kala.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !