მიხეილ სააკაშვილი: ,,საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!"

Image

მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით ,,ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.

 

,,აფხაზეთის ხმა" ექსპრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

,,საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!

ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ასეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი.

 

ამ რევოლუციის და მისი რეფორმების მიერ გამოთავისუფლებული უზარმაზარი ადამიანური ენერგიის შედეგად კავკასიაში ასწლეულების განმავლობაში პირველად შეიქმნა ეფექტური სახელმწიფო. ვარდების რევოლუციამ არა მხოლოდ დაგვაბრუნა მსოფლიო რუკაზე, თავის ისტორიაში პირველად საქართვეოო გავიდა მთელს მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე - გახდა მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ყველაზე უსაფრთხო და ერთერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ჩვენ გავხდით ქვეყანა რომელსაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ უკრაინელები, ალბანელები, ტუნისელები, შუა აზიის ხალხები, ბევრი რუსი და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

 

თვითონ საქართველოს შიგნით კითხვაზე არის თუ არა დღევანდელობა 2003 წელზე ბევრად უკეთესი - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც, საჯარო ინსტიტუტებს მთავრობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდებთან ერთად მართავენ საჯარო ინსტიტუტებს და კორუფცია იმდენად არის გაღვივებული, რომ ქრთამის მიცემა მოქალაქეების ერთადერთი გამოსავალია. ეკონომიკა და მოსახლეობა მუდმივ ენერგეტიკულ კრიზისშია: არ არსებობს სანდო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელი, ზოგიერთ რეგიონში უშუქობა კვირაობით გრძელდება. გზები ორმოებით არის სავსე. ქუჩასა და ციხეში ვითარებას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. ქურდობა, ყაჩაღობა, ავტომობილების ძარცვა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

ბიზნესი მუშაობს ჩრდილქვეშ, არაკანონიერად და კრიმინალის მფარველობით. 200,000-ზე მეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანი ქვეყნის მასშტაბით არის მიმოფანტული, უმეტესობას არ აქვს თავშესაფარი და ყველა ფაქტიურად მხოლოდ სახელმწიფოს მატერიალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარული საექსპორტო პროდუქტი ჯართია. აი ასეთი იყო საქართველო 2003 წელს.

 

და მაინც წარსულზე ლაპარაკის ნაცვლად ვფიქრობ ახლა ყველამ მომავალზე უნდა ვისაუბროთ. ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად მის მარცხებზე და შეცდომებზეც უნდა ვისაუბროთ. შეცდომები გაკვეთილებად ვაქციოთ და კარგად დავისწავლოთ. იყო ღალატი და იყო თავში ავარდნაც, ის ვინც ვერ გამოვიდა ბიუროკრატიის და ხელისუფლების ხიბლიდან და ჩარჩა თუნდაც უახლოეს წარსულში, ისინი პოლიტიკაში ბუნებრივად ჩანაცვლდებიან დღევანდელი მომენტის შესაბამისი უნარების და იდეების მქონე განახლებილი ძალებით. საქართველოს სჭირდება ახალი ერთობა და ენერგია ყოფნა არ ყოფნის პრობლემებთან გასამკლავებლად და შემდგომი წინსვლისთვის. "მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს". ახალი ვარსკვლავი ნიშნავს 21-ე საუკუნის ახალ გამოწვევებზე მორგებულ განათლებულ, თანამედროვე, წარმატებულ, მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას.

 

ვარდების რევოლუციის მთავარი არსი არის მუდმივი მოძრაობა და განახლება. ბნელეთის და რეგრესის ძალები ჩვენ ისევ გვითრევენ ჭაობში და ამიტომ როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ეროვნული სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა და სამშვიდობოსკენ დაჩქარებული ტემპით სვლა. საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!"- წერს მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქეზე".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !