-
2014-11-23 10:51
სატელევიზიო შოუ „ბრავოში“ მაია ასათიანის მიერ შესრულებული ცეკვა ორი დღეა სოციალურ ქსელში განხილვის საგანია.
„დღეს დილიდან მაია ასათიანის წითელ საცვალს განიხილავენ“ - წერდა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სტეფანე.
ტელეწამყვანის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ცოტნე გამსახურდიაც გამოეხმაურა.
„ახლა მაია ასათიანის ცეკვის სიუჟეტი ვნახე. არც პროფილის მაყურებელი ვარ (საერთოდ არ მევასება მსგავსი ტელეშოუები) და არც მაიას ფანი გახლავართ, მაგრამ... ამდენი დაბოღმილი კომენტარი, მდედრებისგან, მამრებისაგან იშვიათად მინახავს!
რა იყო, თქვე ჩემა, დაგიშავათ რამე? იცეკვა, გაიხარა ადამიანმა, ასიამოვნა თავიც და სხვაცა... კიდევ დავრწმუნდი, რომ აქ მხოლოდ ტყ... და შიმშილის ენა ესმით ყველაზე კარგად.
პ.ს. ისე, ბოღმიანი კომენტარების რაოდენობით ალბათ მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი თუ შევეჯიბრებით ხოლმე" - წერს ცოტნე გამსახურდია.