-
2014-11-22 18:14
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მისი მეუღლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იუმორით ეხმაურება და წერს, რომ მტრებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ფრონტი გააერთიანეს, მრავლდებიან და არ იკლებენ.
„სანამ პროკურორებამდე მივა საქმე, როგორც წესია, ჯერ თქვენ უნდა მოგახსენოთ ბატონო ბიძინა - ჯონ ლენონს დავით საგანელიძემ ესროლა,
ჩემი თვალით დავინახე! ირაკლი მოშორებით იყო ამ დროს, უბრალოდ შეესწრო. საგანელიძე რომ გაიქცა, კამერამ ირაკლი დააფიქსირა, პულსის გასასინჯად რომ მივარდა ჯონს, იმ დროს,“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ირაკლი ალასანიას მეუღლე მოგვიანებით ახალ სტატუსს ავრცელებს:
„ერთი კარგი ადამიანი მწერს პირადში, შენს სტატუსებზე უფრო არ დაიბოღმოს, უფრო საშიში გახდებაო. მეტი ბოღმა კიდევ არსებობს? დავინტრიგდი.
ზუსტად იგივე გრძელდება ჩემთვის, რაც იყო ორი წლის წინ. თან ახლა ფრონტიც გააერთიანეს, მრავლდებიან და არ იკლებენ. ყოველდღე ისევ ვფიქრობ, რომ გავა, ხომ ცოცხალი მაინც დაბრუნდება......
და ნებისმიერი ცუდი რამ, რაც სხვა მტრისგან საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაინც მისი ბრალია, ვინც გახსნა სეზონი, შექმნა ეს ბინძური ატმოსფერო და გზა გაუხსნა ქვების სროლას. ამაზე მეტი ბოღმა რა დავუშვა? მეტიც შეუძლია???“- იკითხა ნათია ფანჯიკიძემ.