
„ვანოს შოუში“ წამყვანის მონოლოგში ვანო ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ პენსიის 10 ლარით მომატების გამო სიხარული მთელი კვირის განმავლობაში გამოჰყვა.
„როგორც ცნობილი გახდა, პენსია გაიზრდება სიგარეტსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდით, ანუ, რაც მეტს მოწევ და დალევ, მით უფრო მოიმატებს პენსია. მალე, შესაძლოა, ახალი სარეკლამო მოწოდებებიც გაჩნდეს, მაგალითად, ასეთი:
„გალოთდი! ნუ დატოვებ ბებიას პენსიის გარეშე!“, ან კიდევ ასეთი დიალოგი ბებიასა და შვილიშვილს შორის: „მიყიდე, რა, კანფეტი!“; „მოიცა, შვილო, გამოთვრება მამაშენი და გიყიდის!“.
ასე რომ, თუ სადმე ქუჩაში დაინახავთ გოგონას, რომელიც ეწევა, ნუ გაკიცხავთ მას, ის ბებიის პენსიაზე ზრუნავს: „ღრმად დაარტყი ნაფაზი, მიე ბებოს აბაზი!“