
საფრანგეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა პროექტებში დახარჯულ ფინანსებს ეხება და კითხვას სვამს:
„...შე დალოცვილ მადლიანო, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, თუ შენი ფულებით აშენდა სიღნაღი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, მცხეთა და თბილისი, შენი ხელისუფლების დროს რატომ ინგრევა ყველა ერთად?
სააკაშვილის დროს თუ შენი ფულებით ფინანსდებოდა თავდაცვა, რომელსაც ჰქონდა იარაღი და ტყვია- წამალი, ახლა რატომ აღმოჩნდა მის გარეშე?
გაყაჩაღებდნენ ბატონო ბიძინა?
მერე არ იცოდი, რომ საქართველოში ყაჩაღს ძეგლს უდგამენ და ასეთ ყაჩაღს ღმერთი არ წაახდენდა?
იმ შენს ტვინგამორეცხილ მრჩევლებს არსენა ოძელაშვილზე არაფერი უთქვამთ, თუ მხოლოდ შადიმანობა გირჩიეს?
გულწრფელად მეცოდებით…“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.