-
2014-11-17 13:42
როგორც ავთანდილი აცხადებს, ხათუნა 15 წელია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, აბსოლუტურად ყველა სტადია გაიარა და თავისი პროფესიით დაწინაურდა.
„მისასალმებელია და მომწონს, რომ პროფესიონალებზე აკეთებენ აქცენტს. მე არ ვიყავი საქართველოში, რომ ჩამოვედი და გავიგე, რა თქმა უნდა გამიხარდა.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ ის აბსოლუტურად იდეალურად ართმევს თავს ყველაფერს.
მე მივესალმები მის კარიერულ ზრდას, ისევე როგორც თვითონ. ჩვენ უკვე ვიცით რას ნიშნავს ეს ეტაპები და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ განვითარებაში.
იმედია, აწი პრესაში ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე აღარ დაიწერება და მივესალმები თუ პირიქითაც იქნება“, - აცხადებს ავთანდილი.
http://primetimenews.ge/