-
2014-11-16 12:37
"საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ 15 ნოემბრის აქციამ დაამტკიცა ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ფაქტი უფრო დემოკრატიულ გარემოში. ამ ასპექტში დაჩი ცაგურია წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს იხსენებს, რომ რეგიონებიდან თბილისში, ოპოზიციურ მიტინგზე წამსვლელებს სხვადასხვა მეთოდებით აფერხებდნენ.
„ხუმრობა იქით იყოს და დღეს ნაცებს არავინ რომ უყრიდა ბორბლებში შედუღებულ ლურსმნებს, არც მანქანებს ართმევდა და ძრავში რაღაცეებს არ უყრიდა, არც საბურავები დაუჭრია არავის მათთვის და არც არავინ რომ გალახულა, დაჭერებზე და ნარკოტიკების ჩადებაზე აღარ მაქვს საუბარი, არ დაფიქრებულან, რომ დღეს გაცილებით უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ვიდრე მაშინ როდესაც თავად მართავდნენ ამ ქვეყანას?
ძალიან საინტერესოა მათი აზრი, ასე იყო მათ დროს გამოხატვის უფლება დაცული? შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას კი გვახსოვს როგორც იცავდნენ ეს "ევროპის სიოს ექსკლუზიური წყაროები" და "შუქურები დემოკრატიის", - წერს დაჩი ცაგურია.