"ჩარგეთ თავები კლავიატურაში და გააგრძელეთ კაკუნი: 1000 ნაცი, 5000 ნაცი, რეგიონებიდან ამდენი, თბილისიდან ამდენი..."

Image

15 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციას და მასზე მისული ადამიანების რაოდენობის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობას "ფეისბუქის" მომხმარებლები ეხმიანებიან. ერთერთია რუსუდან ცირეკიძე, რომელიც წერს:

 

დაღლილობის მიუხედავად მაინც გადავხედე სოციალურ ქსელებს:
ფბ და ფორუმს და ჩემდა სამწუხაროდ,კიდევ ერთხელ შევიგრძენი მთელი სიმძაფრით, რამხელა უფსკრულია ჩემსა და ჩემს მეგობრებს ერთის მხრივ და იმ საცოდავ ადამიანებს შორის -მეორეს მხრივ.,რომლებიც თურმე მთელი დღე ნერვიულად აკაკუნებენ კლავიატურას,ითვლიან დროშებს, თავებს, კვადრატულ მეტრებს, ღლიცინებენ, ბოღმას და შხამს აფრქვევენ და წერენ, წერენ გაუთავებლად,ისტერიულად- ნაციონალები, ნაცები,ნაციონალები, ნაციონალები,ნაცები...

 

არადა, მიტინგის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად დღევანდელი დღის შედეგები რომ შევაჯამეთ,გაგეცინებათ და, ნაციონალები და ამ აქციის პარტიული ბენეფიტები საერთოდ არ გვიხსენებია...

 

საქართველოს მოქალაქეებო, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად! 

 

დღეს ჩვენ, ჩვენი და თქვენი საერთო ინტერესების, ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესების დასაცავად ვიყავით შეკრებილები...

 

ძალიან ბევრი ადამიანი იყო დღეს რუსთაველის გამზირზე.
არ ვიცი 25 000 თუ 40 000 - მე ქოცებისგან განსხვავებით კვადრატული მეტრები არ მითვლია, გამოცდილებით შევაფასე დაახლოებით...

 

ჰოდა ჩვენ ყველამ დღეს რუსთაველის გამზირიდან,თქვენი სახელითაც სხვათაშორის, ოთხი მთავარი მესიჯი გავაგზავნეთ:

 

1. რუსეთის ხელისუფლებას:
ვოვა, მთლად ისე არაა საქმე,როგორც აქაური აგენტები და ინფორმატორები გეუბნებიან-არაა საქართველო უფროს ძმასთან ჩასახუტებლად გამზადებული..
კიევის მაიდანი ხომ გახსოვს?
ჰოდა იქნებ კარგად დაფიქრდე და საქართველოსთან მიმართებაში გეგმებს გადახედო...

 

2.დასავლეთს:
ქართველი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური არჩევანისთვის 
თქვენც ხომ გახსოვთ კიევის მაიდანი? გაიხსენეთ,რამდენი,რბილად რომ ვთქვათ უხერხულობა შეგიქმნათ...
ჰოდა თქვენც კარგად დაფიქრდით...

 

3. საქართველოს ხელისუფლებას:
მიხედეთ ქვეყანას, შეწყვიტეთ მტერთან ყოვლად უმსგავსო კეკლუცობა, შეაჩერეთ მავნებლური პროექტები...
შეწყვიტეთ კოლაბორაციონიზმი... გააქტიურდით დასავლეთთან, თხოვეთ, მოსთხოვეთ ჩვენს მეგობრებს აქტიურად იმოქმედონ და არ დაუშვან აფხაზეთის ანექსია რუსეთის მიერ... 
თქვენც ხომ გახსოვთ კიევის მაიდანი და უკრაინის კოლაბორაციონისტული ხელისუფლების დასარული...

 

4, იმ აფხაზეთს, იმ ოსებს, რომელთაც სკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება სურთ, და ხალხიყლაპია რუსეთის ლუკმად არ უნდა იქცნენ:

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს!

 

აი ამიტომ ვართ მე და ჩემი მეგობრები დღევანდელი ხალხმრავლობით კმაყოფილები. თქვენ კი ჩარგეთ თავები კლავიატურაში და გააგრძელეთ კაკუნი: 1000 ნაცი,5000 ნაცი, რეგიონებიდან ამდენი, თბილისელი ამდენი, იქ ბუჩქთან მჭიდროდ იდგენენ, აქეთ დროშები ფარავდათ...

 

დავწერდი- ვაი თქვენს პატრონს თქო, მაგრამ მართლა ვაი, რომ თქვენი პატრონები ისევ ჩვენ ვართ მგონი..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !