
კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რობერტ სტურუას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მოსაზრებამ საზოგადოების მხრიდან რეჟისორის მისამართით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.
როგორც ჩანს რობერტ სტურუა საზოგადოების ასეთმა რეაქციამ გააკვირვა.
„დავწერე, რომ საეჭვოდ მეჩვენება ბენდუქიძის სიკვდილი, ალბათ მაქვს უფლება ასე ვიფიქრო და ვწერო...რატომღაც იმდენად გადაირივნენ, რომ ეჭვი გამიძლიერდა.
ექსპრეზიდენტის სიტყვამაც ჩამაფიქრა: 15 ნოემბერისთვის ისეთ ფულებს ხარჯავდაო, ისეო ელოდებოდა ამ თარიღს, ეხლა კი (ვაი,ვუი) ხელიდან გამოგვეცალაო!
სტენტის ჩასმა დღეს, სასაცილო ოპერაციაა( მე მაქვს თბილისში გაკეთებული ბრწყინვალედ) ლონდონი...პატარკაციშვილი...ლონდინი-თბილისი... Луговой! სასაცილოა, სააკას მოყვარულნი ზნეობაზე ბედავენ ლაპარკს?!
რა წამებას უძლებდა ქართველი, ვითომ არ ახსოვთ, კაცებს აუპატიურებდნენ, კაცებს - თქვენ კი ზნეობაზე და ეთიკაზე საუბრობთ. თანაც საკმაო უწმაწურ სიტყვებს რომ ხმარობენ ეს საოცრად ზრდილი პერსონები...
ვიცით ვინა ხართ, ვიცით, ხელწერაზე გატყობთ... თანაც რაღაც-რაღაცა სიტყვები იციან: დედუქცია, დიალექტიკა, კკბ, ბოჯერია...მიაუ“, - წერს რობერტ სტურუა.