
პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ასეთი სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.
„აჰა, ბოლო მომიტინგესაც ჩავახუტე 15 ლარი და დავიშალეთ.
ჩემ წილად კაი 30 ლარი დამრჩა, 2 მომიტინგე არ მოვიდა და...
p.s. ეჰ, რა გეშველება ჰაკიმ, ეგ ჭორები დაგღუპავენ შენ,“ - წერს გოგა ხაჩიძე და იქვე დასძენს: „აქცია რომ დაიშალა, ფეხით წავედი კოლმეურნეობის მოედნისკენ.
გზაში პოლიციელების ჯგუფს წამოვეწიე...
ერთი ეუბნება მეორეს:
„ა, ძმაო ხალხი, მოვიდნენ, არ დალეწეს, არ გვაგინეს, არ გაგვექაჩნენ, თქვეს სათქმელი და დაიშალნენ”.