
ამის შესახებ ადვოკატი ოთო კახიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო შემდგომში ყველა დანარჩენს - ვინც განათლების სისტემის უდიდესი დონორისა და საქართველოს რეფორმატორისთვის მადლობის გადახდის მაგიერ, წამოიწყო სისხლის სამართლის საქმე, არ დაადასტურა განხორციელებული ინვესტიციები, გააუქმა უნივერსიტეტის ავტორიზაცია, შეადგინა დანაშაულებრივი საექსპერტო დასკვნა და იმუქრებოდა დაპატიმრებით - მოვა დრო და ყველას მოგეთხოვებათ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით.
მე ვიზრუნებ ამაზე, გპირდებით.
სამარცხვინო, გულისამრევი ხალხი ხართ", - წერს ოთო კახიძე.