-
2014-11-14 20:17
„ტაბულა ART“-ის რედაქტორი ლექსო მაჭავარიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრას და საუბარს იხსენებს.
„ხომ არ იცით, ციხეში შხაპის მიღების საშუალება ყოველდღე მექნება? - ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას მკითხა. ნებისმიერ დროს შეიძლება დამაპატიმრონო, დააყოლა. შემდეგ ქვეყნიდან წავიდა.
დღეს კახა ბენდუქიძის ხსოვნას საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ ხალხმა, ვისაც ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც მის უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოართვეს.
მაშინ, როდესაც ის პროკურატურაში დაიბარეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
იმ ხალხმა, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ათასგვარ ყალბ ბრალდებებს უყენებდა და ათასგვარ სისულელეში ადანაშაულებდა.
ხო და რა ვიცი, ვის ჭირდება ეს თქვენი წუთიერი დუმილი, ბატონებო", - წერს ლექსო მაჭავარიანი.