-
2014-11-14 11:07
მამა ილია ვაშაკიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საქართველოს საპატრიარქიში მომხდარ „ცისფერ სკანდალს“ იხსენებს და ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას მოითხოვს.
„გავაკეთოთ მცირე ისტორიული ექსკურსი საქართველოს ეკლესიის მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, "ცისფერი სკანდალი" საქართველოს საპატრიარქოში. გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი იყო მხილებული მამათმავლობაში.
ერთი, უკვე აწ განსვენებული, ეპისკოპოსი პედოფილიის ბრალდებით სასჯელსაც კი იხდიდა. ერთი, დღესაც მოქმედი მიტროპოლიტი, 90-იანი წლების დასაწყისში კათედრიდანაც კი იყო გადაყენებული. თუ რატომ, ეს ლუსტრაციამ დაადგინოს. რითი ვართ დაზღვეული, რომ დღესაც იგივე არ მეორდება საპატრიარქოს კედლებში და მათი საქმიანობის გამაგრძელებელნი ნაშიერნი დღესაც არ მართავენ საპატრიარქოს?
ამ უზნეობის პრევენციისათვის მე და ჩემს თანამოაზრეთ აუცილებლად მიგვაჩნია სპეციალური დამოუკიდებელი კომისიის შექმნა. მე ისტორიული ფაქტებით ვლაპარაკობ. ისტორია კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, მეორდება.
ასევე გამოძიებული უნდა იქნას, დამოუკიდებელ აუდიტთა მიერ, საქართველოს საპატრიარქოში განხორციელებული ფინანსური მაქინაციები. მომიხსენიეთ ლოცვებში პატრიარქის მდივნის მიშიკო ბოტკოველის მიერ არაადეკვატურად წოდებული თქვენი მონა-მორჩილი მღვდელმონაზონი ილია. ღმერთმა დაგლოცოთ.
P.S.: ჩემს არაადეკვატურობაზე პროფესიონალებმა ჩემი ტექსტების მიხედვით იმსჯელონ", - წერს მამა ილია ვაშაკიძე.