
ასე გამოეხმაურა რეპერი მასტერი მსახიობ თინა მახარაძის ვიდეობლოგს.
„რატომ ვერ ისვენებ „შვილო“? „შვილო“ სიმბოლურად, თორემ არანაირი სურვილი არ მაქვს შენი მამობის... მერე იტყვიან, რას გადაეკიდნენ ამ გოგოსო...
მიხედე რა შენ ცხოვრებას, არავინ არ გიშლის, რა გზითაც გინდა იმ გზით იარე, თუ გინდა „ეროვნული ბოზი“ იყავი, როგორც შენ თვითონ უწოდე შენ თავს ერთ-ერთ გამოსვლაში, თუ გინდა „რკინის ციყვი“ იყავი...
რატომ ეხები რელიგიას? ვინ მოგცა უფლება, რომ შეეხო ისეთ წმინდა თემას, რასაც ქვია რელიგია და კერძოდ ბიბლია? ან რა სიამოვნებას განიჭებს ის, რომ ყოველი მესამე ადამიანი მშობელს გაგინებს? მე აგრესიული? არანაირად - აგრესიული შეიძლება იყო ადამიანზე, რომელიც საღად აზროვნებს, აგრესიული ვერ იქნები გიჟებზე და არანორმალურებზე...
არ ყოფნით, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამუდმებით ხდება ქართული რელიგიის აბუჩად აგდება, ვითომ შეფარულად... ახლა პირდაპირ ბიბლია გადაშალეს და ჩასწორება მოინდომეს...
ბიბლია შენი „ფეისბუქის“ პოსტი არ არის - როგორც გინდა ისე შეცვალო...
ჩემი შეცდომაა, რომ საერთოდ შენ „ვიდეოს“ ვავრცელებ, მაგრამ ჩემ წილ ცოდვაზე მე მომეკითხება, შენ შენსას მიხედე!!!", - წერს რეპერი.