
ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კარგად იცის, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
,,მე ვიცი ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები. ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი – ცოტა ხანს მოვითმინოთ,"- ამბობს ღარიბაშვილი და პირობას დებს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება.
"ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად მოფიქრებული და ბრძნულად გაწერილი გეგმა აქვს. მას კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა, რომელიც წარმატებით შეასრულა. კიდევ ეუფრო წარმატებით ასრულებს მეორე გეგმას. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი – ცოტა ხანს მოვითმინოთ.
ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი მოწოდება და რჩევაა. ახლა მოთმინების რეჟიმში ვართ. დიდი საქმეების გადაწყვეტას დიდი მოთმინება სჭირდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები", - განაცხადა ღარიბაშვილმა გაზეთ "ქრონიკისთან საუბრისას.