-
2013-11-05 14:17
ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც მომავალში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს, დასრულებულ სახეს გაზაფხულზე მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ის მომავალი წლის მაისში უნდა ჩაბარდეს:
“მშენებლობის ტემპები ნორმალურია, განსაკუთრებით დაჩქარდა ტემპი მას შემდეგ რაც პრობლემურ კომპანიას ჩაენაცვლა ჩვენი ქვემდებარე სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. პერიოდულად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. ათონელის ქუჩაზე კი ახალი რეზიდენციის მშენებლობის დასრულებამდე კი პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიაში იმუშავებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02