
ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი რუსული კინოს მეოთხე ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს.
6-დან 10 ნოემბრამდე თბილისში, ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდის და საპროდიუსერო ცენტრ "კინოპროცესის" ორგანიზებით რუსული კინოს მეოთხე ფესტივალი ტარდება: "ღონისძიება მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ აჩვენოს ის ფართო შესაძლებლობები, რასაც ზოგადად ემსახურება ხელოვნებისა და კულტურათაშორის დიალოგი.
ფესტივალის პროგრამაშია რუსული კინოინდუსტრიის უახლესი ნამუშევრები. მაყურებელს საშუალება აქვს გაეცნოს მხატვრულ, დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა კინორეჟისორთა შემოქმედებას”, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.