
წინასწარი ინფორმაციით, ხუთი პოლიციელი დაიღუპა და თორმეტი დაიჭრა გროზნოს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მოხდა.
აფეთქებაში დამნაშავე დადგენილია. ცნობილია, რომ ის 19 წლის ადგილობრივია, რომელიც ასევე, დაიღუპა. 12 პოლიციელიდან სამი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
დღეს გროზნოში ქალაქის დღე აღინიშნება. ამასთან, დღესაა რამზან კადიროვის დაბადების დღეც. ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, კონცერტი უნდა გამართულიყო.