-
2014-09-01 21:33
აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს, ЛНР-ისა და ДНР-ისთვის (ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ტერორისტული ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების საკითხი დასვას.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მეთაურის ვებ-გვერდზე, სადაც დღეს კიევში გამართული შეხვედრის ანგარიშია გამოქვეყნებული: პეტრო პოროშენკო ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში პოროშენკოს ვიზიტი სექტემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მას თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიღებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14