-
2014-09-01 21:22
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მეთაურებიდან ექვსი ოფიცერი გადააყენეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი გელეტაი იტყობინება.
"ჩვენ გადავაყენეთ ექვსი უფროსი ოფიცერი, მათ ადგილს კი ახალგაზრდა მეთაურები დაიკავებენ, რომლებმაც თავიანთი ღირსეულობა ბრძოლებში დაამტკიცეს", - წერს გელეტაი. ამავდროულად, მან "რუსული პროვოკაცია" უწოდა მოთხოვნას გენშტაბის უფროსის, გენერალ მუჟენკოს გათავისუფლების თაობაზე.
"სწორედ მუჟენკო იყო აღმოსავლეთის გამარჯვებების არქიტექტორი და რომ არა რუსეთის აგრესია, ჩვენ სპეცოპერაციას უკვე ოქტომბრის დასასრულში დავამთავრებდით", - აცხადებს გელეტაი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებების განხორციელება დაანონსა და განაცხადა, რომ უკრაინა უკვე დგას ფართომასშტაბიანი და დაუფარავი აგრესიის ფაქტის წინაშე, რაც ძირფესვიანად ცვლის ოპერაციის ამოცანებს. მან თავდაცვისა და შს სამინისტროებს ცვლილებების განხორციელება დაავალა.
"ჩვენ ვაანალიზებთ სიტუაციას და დასკვნები სერიოზული იქნება, მათ შორის, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა პოროშენკომ.