
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევისა და ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე იალტის დასახლებაში რუსი ოკუპანტებისა და ბოევიკების შესვლის ფაქტი არ დასტურდება.
მარიუპოლის შესასვლელთან ისევ უკრაინული არმიის შენაერთებია განთავსებული. მოსახლეობის ნაწილი ქალაქს ტოვებს, უმრავლესობა კი მარიუპოლში რჩება და ტავდაცვით სამუშაოებში მონაწილეობს.
დღეს მარიუპოლში მოწოდების ფურცელი გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია:
„მტერი, რომელმაც ვერაგულად მიითვისა ნოვოაზოვსკი, შენი ქალაქის დაპყრობის გეგმას ამზადებს. სანამ შენ ამ სტრიქონებს კითხულობ, რუსი ჯარისკაცები ნოვოაზოვსკს ნაღმავენ, რათა უკანდახევის დროს მთლიანად გაანადგურონ იგი.
ნუ მისცემ მათ შანსს, ეს შენს ქალაქშიც გააკეთონ!
მტერი უნდა შევაჩეროთ!!!
დაიმახსოვრე შემდეგი პუნქტები:
პანიკის გარეშე! თქვენს გვერდით მთელი უკრაინა, უკრაინელი ხალხია! თქვენს დასახმარებლად აუცილებლად მოვლენ... უკვე მოდიან!
სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დაეხმარეთ არმიას და ძალოვნებს ქალაქის თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებაში.
მოიმარაგეთ მედიკამენტები, წყალი, საწვავი და პროდუქტები - რაც შეიძლება, ბლომად.
გაამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები“ - რუსული საბრძოლო ტექნიკა მშვენივრად იწვის. როგორც კი მტრის ტექნიკა ქალაქში გამოჩნდება, ფანჯრებიდან გადმოაგდეთ კოქტეილები - ვიწრო ქუჩებში ამ გზით არაერთი ერთეულის მწყობრიდან გამოყვანაა შესაძლებელი.
გაიგეთ, სად მდებარეობს სარდაფები და მიწისქვეშა კომუნიკაციები თქვენს რაიონში - ეს დაგეხმარებათ დამალვასა და უჩუმრად გადაადგილებაში.
გახსოვდეს - მტერიც სისხლისა და ხორცისგან შედგება, როგორც შენ, მასაც ეშინია, ისიც კვდება, როგორც ყველა ადამიანი.
თუ წინააღმდეგობას გადააწყდებიან, უკან დაიხევენ - ისინი უცხო მიწაზე არიან, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე!
შეუქმენით ისეთი პირებები, რომ მუდმივად ზურგსუკან უწევდეთ ყურება.
ინტერნეტის მეშვეობით მიაწოდეთ ინფორმაცია უკრაინელ ძალოვნებს მტრის ადგილმდებარეობის შესახებ: სად არიან, რამდენი, რა ტექნიკა აქვთ (ფოტო, ვიდეო, უბრალოდ, ტექსტი).
მოახდინეთ პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება და დახოცეთ ოკუპანტები შეუბრალებლად.
გახსოვდეთ: უკრაინა გვეკუთვნის ჩვენ! ის ჩვენი სამშობლოა!“.