უკრაინა რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის რეჟიმში გადადის (მუდმივად განახლებადი)

Image

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო გადაწყვეტილებით, 48 საათის განმავლობაში უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის რეჟიმზე გადავა. სამხედრო მოქმედებები, ვითარება სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრონტზე, მოსახლეობის განწყობა, განცხადებები და რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან - მუდმივად განახლებადი სტატია "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე.

 

სტატიის განახლება შეწყვეტილია. ბოლო განახლება 29 აგვისტო, 09:45

 

რა ხდებოდა ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში - მონაცემებს „ინფორმაციული წინააღმდეგობის ცენტრი“ აქვეყნებს.

 

გრძელდება საბრძოლო მოქმედებები დასახლებულ პუნქტებში ლუგანსკში, ილოვაისკში, ლუტუგინოსა და სტანიცა ლუგანსკაიასთან.

 

მარიუპოლის მიდამოებში უკრაინელი ძალოვნები ატარებენ საინჟინრო-სასანგრო სამუშაოებს, ინაღმება ტანკსაშიში მიმართულებები.

 

გრძელდება ცეცხლი ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციათა მიმართულებით, კერძოდ:

 

ნაღმმტყორცნებიდან ორჯერ დაიბომბა პოზიციები ჩერვონნაია პოლიანასთან, გეორგიევკის ახლოს მდებარე ბლოკ-პოსტები, სტანიცა ლუგანსკაია, ლუტუგინოსთან და გერასიმოვკასთან მსგავსი დაბომბვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა.

 

ტერორისტებმა სცადეს შეტევა დასახლებულ პუნქტ დებალცევოსთან, უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.

 

მალონიკოლაევკასთან „გრადით“ დაიბომბა უკრაინის არმიის პოზიციები. ლუგანსკის აეროპორტის მიდამოებში უკრაინელებს ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაჭრილები, მწყობრიდან გამოვიდა ოთხი ერთეული საბრძოლო ტექნიკა.

 

29 აგვისტო, 00:53

 

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან წარსდგა და განაცხადა, რომ მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტს იწყებს, ხოლო სექტემბერში თეთრ სახლში პეტრე პოროშენკოს მიიღებს.

 

აშშ-ის ლიდერის თქმით, ის ბრიფინგის დაწყებამდე ესაუბრა ანგელა მერკელს: "ორივე შევთანხმდით, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ძალადობაზე უკრაინაში", - თქვა მან. 

 

"მე მომავალ კვირას უკვე ევროპაში ვიქნები და ჩემი ვიზიტის დროს, რომელიც, მათ შორის, ესტონეთშიც გაიმარტება, დავადასტურებ აშშ-ის ვალდებულებას, დაიცვას თავისი მოკავშირეები", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ამასთან, ობამამ პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა ის რუსეთის ქმედებას უკრაინაში შეჭრად: "მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ქმედება ბოლო კვირის განმავლობაში იმის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, უკვე ბოლო თვეებია", - თქვა მან და დაამატა, რომ რუსეთის როლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენებში არ დარჩენილა შეუმჩნეველი და მას მოუწევს ზღოს ამ ქმედებების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინაში დაწყებულ კონფლიქტში აშშ-ის სამხედრო ჩარევა გამორიცხა.

 

"ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც სამხედრო გზით უნდა გადაიჭრას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ბარაკ ობამამ არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 

 

"ევროკავშირიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ ზეწოლის დამატებით ზომებს, რადგან ვერ ვხედავთ მოსკოვის მხრიდან ქმედებებს, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული", - თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.

obama.jpg

 

 

23:25

 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ რუსეთმა, საბოლოოდ, ნიღაბი ჩამოიხსნა. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან „გრადს“ უშენს უკრაინას, ამავე დროს აგზავნის იქ სამხედრო მოსამსახურეებს.

 

მისი განცხადებით, სრულიად უადგილოა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლების განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც მოხალისეებთან ერთად იმყოფებიან, შვებულებაში არიან:

 

„რუსი ჯარისკაცი შვებულების დროსაც არმიის ნაწილია, ჯავშანტრანსპორტიორი კი მისი პირადი ავტომობილი არ არის“, - განაცხადა სამანტა პაუერმა. მისივე თქმით, რუსეთის მიმართ უმოქმედობა ამ მოცემულობაში საფრთხეს უქმნის მის უახლოეს მეზობელ ქვეყნებსაც.

 

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ, მოგვისმინოს“, - განაცხადა სამანტა პაუერმა.

 

თავის მხრივ, გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში წარმოქმნილი კრიზისი კიევის გაუაზრებელი პოლიტიკის პირდაპირი და თვალნათელი შედეგია. მისი ტქმით, უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, იკრძალება ხელისუფლებისთვის მიუღებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ორგანიზაციები.

 

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.

gaero1.jpg

 

21:42

 

უკრაინა არ აპირებს, ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს ქვეყნის მსშტაბით. 

 

ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, 28 აგვისტოს გამართულმა უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის. შეგახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევდა 26 ოქტომბერს დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას.

 

21:29

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. 

 

"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო საათებში დაიწყო რუსეთის უკრაინაში შემოჭრის ბევრად უფრო სახიფათო და ფართომაშტაბიანი ახალი ეტაპი.

 

მე ბოლო რამდენიმე საათი გავატარე უკრაინელ ლიდერებთან და დონბასის გუბერნატორთან, ვუზიარებდი იმ გამოცდილებას, რომელიც სამწუხაროდ დააგროვა საქართველომ რუსეთთან.

 

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი დადგა არჩევნის წინაშე და პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და მის ხელისუფლებაში, რომ რუსეთის განეიტრალება შეიძლება პირფერობით, ვირეშმაკობით და უბრალოდ დაწოლით, მას საერთოდ ვერაფერი უსწავლია ვერც 90–იანი წლების საქართველოს გამოცდილებისგან და საერთოდ ვერ გაუგია ვინაა ვლადიმერ პუტინი და რუსული იმპერია.

 

ეს არის ასევე ჩვენი ბრძოლა და მე დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა. მისი მარცხი, ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება! ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება! ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი! ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა! ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა! 

 

ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს და ერთად დავდგეთ მშვიდობის, სამართლიანობის და ჩვენი მომავლის მხარეს!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

misha-forma.jpg

 

21:00

 


მხოლოდ 2014 წლის აგვისტოში დონბასში ასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრებმა ელა პოლიაკოვამ და სერგეი კრივენკომ განაცხადეს.

 

მათივე თქმით, 13 აგვისტოს დონეცკის ოლქის ქალაქ სნეჟნოესთან, საბრძოლო მასალის გადაზიდვის დროს 300 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს.

rusebi.jpg

 

20:56

 

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკთა ერთერთი ლიდერი, მეტსახელად "Бес" (იგორ ბეზლერი) რუსეთშია გაქცეული, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

 

ამასთან, გერაშენკომ არ გამორიცხა, რომ იგორ ბეზლერი მძიმედაა დაჭრილი, ხოლო მეორე ლიდერთან სტრელკოვთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის: "ჩანს, "Бес" (ავსული, სლავურ მითოლგიაში დემონი, -რედ.) რუსეთში გაიყვანეს, რათა ტერორისტების დემორალიზება აეცილებინათ თავიდან", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა.

bes.jpg

 

20:35

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა ილოვაისკთან ახლოს რუსი მედესანტეების ახალი ჯგუფი ტყვედ აიყვანეს. - ვიდეო-

 

20:26

 

"კიევი "გადამწვარი მიწის" ტაქტიკას მიმართავს და მის ირგვლივ ყოველივე ცოცხალს ანადგურებს, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ. თუ კიევს სხვა ენა არ ესმის, მისთვის გასაგებად ავუხსნით", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა პრემიერმინისტრმა ალექსანდრე ზახარჩენკომ.

 

"ჩვენ დიდხანს ვიკრებდით ძალებს, ვუძლებდით და პასუხის გასაცემად ვემზადებოდით. ახლა პასუხი გავეცით და ჰუმანიტარული საბრძოლო მისიის გასაგრძელებლად ვემზადებით, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები გავათავისუფლოთ", - უთხრა მან "რია-ნოვოსტის".

don-moxaliss.jpg

20:16

 


დონეცკის საქალაქო საბჭოს ცნობით, საარტილერიო ცეცხლის გამო დღის განმავლობაში ქალაქში 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საარტილერიო ცეცხლმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, იწვის რამდენიმე შენობა. ცეცხლი გრძელდება და ის ინტენსიურია კუიბიშევისა და კიევის რაიონებში. ამავე დროს, "ნოვოროსიის არმიის" მებრძოლები ავრცელებენ ცნობას, რომ მათ სრული კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე პერიმეტრზე.

doneck-centr.jpg

 

20:11

 

ნატოს საბჭო საგანგებო სხდომას ელჩების დონეზე 29 აგვისტოს, ბრიუსელში გამართავს. სხდომის გამართვა ოფიციალურმა კიევმა მოითხოვა.

 

"ოფიციალური კიევის მოთხოვნით გაიმართება ნატოს ქვეყნების ელჩების შეხვედრა უკრაინის ელჩთან", - ნათქვამია ნატოს პრესსამსახურის განცხადებაში.

 

 

19:51

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ილოვაისკის ოპერაციის ჩავარდნაში დიდი როლი ორი დანაყოფის ხელმძღვანელობის თვითნებობამ ითამაშა.

უკრაინის პირველი პირის განცხადებით, ორმა დანაყოფმა თვითნებურად დატოვა ბრძოლის ხაზი, რითაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო დანარჩენი მებრძოლები და საერთო ჯამში, ილოვაისკის ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვია. პოროშენკო აცხადებს, რომ სახელმწიფო გადამჭრელ ქმედებებს მიმართავს, რათა ღალატის ფაქტები არ დაუშვას და ძირშივე აღკვეთოს.

 

19:42

 

ნატომ გამოაქვეყნა უკრაინის ტერიტორიაზე და საზღვრის სიახლოვეს რუსეთის არმიის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ფოტოები. 

 

ფოტოებზე ასახულია რუსეთის არმიის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გადაადგილება კრასნოდონთან და მათი დისლოკაციის ადგილი უკრაინის საზღვართან.

nato.jpg

 

19:06

 

ნატოს პრესმდივანი ოანა ლუნგესკუ აცხადებს, რომ ალიანსის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო პირი უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ. მისივე თქმით, ახალი ძალები უკრაინის საზღვართან რეგულარული არმიის დანაყოფების სახით გამოჩნდნენ.

 

18:50

 


უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მდგომარეობა რთული, მაგრამ კონტროლირებადია და პანიკა საჭირო არ არის: "გულახდილად გეტყვით, რომ სიტუაცია რთულია და ამის დამალვას არ ვაპირებთ, მაგრამ ამავე დროს, იქ სიტუაცია იმდენად კონტროლირებადია, რომ პანიკას არ ავყვეთ, ცივი გონებითა და საღი აზრით ვიმოქმედოთ და შემდგომი გეგმები დავსახოთ", - განაცხადა პეტრე პოროშენკომ.

 

18:42

 


დღეს სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალში დაჭრილი რუსი "კონტაქტნიკების" პირველი ნაკადი მიიყვანეს, იუწყება ტელეარხი "დოჟდი". ისინი პეტერბურგში Ан-72 თვითმფრინავით, როსტოვიდან გადმოიყვანეს. მედიკოსების თქმით, ეს უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეთხუთმეტე ბორტია აღნიშნულ ჰოსპიტალში შემოყვანილი სამხედრო პირებისა. აქამდე ჰოსპიტალში მხოლოდ დაჭრილი მოხალისეები შემოჰყავდათ, უკრაინული პასპორტებით. ჰოსპიტალში სულ 180 სამხედრო პირი იმყოფებოდა, რომლებიც დონის როსტოვიდან გადმოიყვანეს.

 

18:35

უკრაინის გენშტაბმა დახურულად გამოაცხადა ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ეხება. ამის შესახებ პრეზიდენტია ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ გენადი ზუბკომ განაცხადა.

-

რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა მას შემდეგ, რაც პეტრე პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ასე დაბალი რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში ყირიმის ოკუპაციის დაწყების პირველ დღეებში იყო.

-

18:30

 

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხდომას გამართავს. ის 20:00 საათზე დაიწყება. სხდომის მოწვევის ინიციატორად ლიტვა გამოვიდა.

-

ირაკლი კომახიძე ავრცელებს რუსეთის რეგულარული არმიის იმ დანაყოფთა სიას, რომლებიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან და სახმელეთო ძალებისა და სააარტილერიო დანაყოფებს წარმოადგენენ.

 

სია, რომელშიც, მათი ავტორის თქმით, შესაძლოა, მცირე ცდომილება იყოს, ასე გამოიყურება ("აფხაზეთის ხმა" სიას რუსულ ენაზე გთავაზობთ):

 

- БТГ (ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები - батальонные тактические группы, - რედ.)  из состава 18-й мотострелковой бригады Чечня, Ханкала/Калиновская (так называемый чеченский батальон); - БТГ из состава 17-й мотострелковой бригады Чечня, Шали;

 

- БТГ из состава 136-й мотострелковой бригады Ботлих, Дагестан;

 

- БТГ из состава 205-й мотострелковой бригады Буденовск, Ставропольский край;

 

- БТГ из состава 19-й мотострелковой бригады Владикавказ, Северная Осетия; - БТГ из состава 7-я военной базы из оккупированной Абхазии, Грузия;

 

- БТГ из состава 33-й горной мотострелковой бригады Майкоп, Адыгея;

 

- Смешанный дивизион из состава 291-й артиллерийской бригады Троицкая, Ингушетия.

 

- Смешанная рота из состава 78-й бригады материально-технического обеспечения Буденовск, Ставропольский край.

 

От ВДВ (საჰაერო-სადესანტო ძალები, - რედ.):

 

- БТГ из состава 76-й дивизии Псков;

 

- БТГ из состава 98-й дивизии Иваново;

 

- БТГ из состава 45 отдельного полка спецназначения Кубинка;

 

- БТГ из состава от 247-го полка 7-й дивизии Новороссийск.

 

- БТГ/РТГ (РТГ - როტაციული ტაქტიკური ჯგუფები, - რედ.) и дивизионы от Сухопутных войск и артиллерийских частей ЮВО - из состава 20-й мотострелковой бригады Волгоград,

 

- 34-й горной мотострелковой бригады Карачай-Черкесия;

 

- дивизион из состава 943-го артполка Краснооктябрское Адыгея (РСЗО (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, - რედ.) «Ураган»),

 

- дивизион из состава 1-й ракетной бригады Краснодар (ОТРК (ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, - რედ.) «Точка-У», «Искандер-М»).

 

- 23-й мотострелковой бригады Самара;

 

- БТГ/РТГ от ВДВ – из состава 56-й десантно-штурмовой бригады Волгоград,

 

- 106-й дивизии Тула. - РТГ/ДРГ (диверсионно-разведывательные группы)

 

– из состава частей ГРУ дислоцированных на Юге РФ - 10-й бригады спецназначения Молькино Краснодарский край,
- 22-й бригады спецназначения Аксай Ростовская область,

 

- 100-й экспериментальной разведывателной бригады Моздок Северная Осетия,

 

- 346-й бригады спецназначения Прохладный Кабардино Балкария,

 

- 25-й полка спецназначения Ставрополь;

 

- 2-й бригады спецназначения Псков,

 

- 16-й бригады спецназначения Тамбов,

 

- 3-й бригады спецназначения Ульяновск.

 

ირაკლი კომახიძე

-

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეყვანამ, პარალელურად კი დონბასში რუსული სპეცრაზმის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებამ ოპერაციის ზონაში სიტუაცია ბევრად გაამწვავა.

 

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მანამდე დაანონსებული კონტრშეტევა ცხადყოფს, რომ რუსეთი ბოევიკებისთვის ცოცხალი ძალითა და იარაღით უსისტემო, სპონტანური დახმარებიდან გადავიდა ტერორისტებთან ერთად დაგეგმილ ფართომასშტაბიან ოპერაციებზე.

 

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ამბროსიევსკთან და თუ ანტიტერორისტული ძალები უახლოეს საათებში არ გადავლენ შეტევაზე, შესაძლოა, ანტიტერორისტული ოპერაციის ყველა, აქამდე მიღწეული წარმატება დონეცკის ოლქში წყალში აღმოჩნდეს გადაყრილი.

 

სხვათა შორის, ფართომასშტაბიანი ერთობლივი ოპერაციების ეს სცენარი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში აამუშავა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა იგი „ბოინგის“ ჩამოგდებამ შეწყვიტა. ახლა პუტინი აგრძელებს შეწყვეტილი სცენარის გათამაშებას.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, მინსკის შეხვედრამ სწარფი შედეგი ვერ მოიტანა. პუტინი არავის არაფერს დაჰპირებია და არც არაფერი უღიარებია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მთავარ შედეგად ტყვეების გათავისუფლების სესახებ შეთანხმება და საზღვრის დაცვის შესახებ პირობა დაასახელა, თუმცა, რუსეთს არც კი უღიარებია თავისი მონაწილეობა და პასუხისმგებლობა მომხდარში.

არადა, სანამ კრემლი ამბობს „მე არაფერი წამირთმევია“, არაფრისმომცემია მისგან წართმეულის დაბრუნების მოთხოვნა, ასე რომ, დიპლომატთა პირველი ამოცანა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მისი მონაწილეობის დამტკიცება უნდა იყოს“

 

დიმიტრი ტიმჩუკი

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !