აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

Image

რუსეთმა უკრაინაში სამხედრო შეჭრა განახორციელა და თავის ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ატყუებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ რენე ფსაკიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ მიმდინარეობს კონტშეტევა რუსი სამხედროების მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ რუსეთის ხელისუფლება ატყუებს საკუთარ სამხედროებსა და მათ ოჯახებს.

 

„შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, აღიაროს სიმართლე იმის მიუხედავად, რომ სამხედროები უკრაინის სიღრმეში უკვე 40 კმ-ით არიან შეჭრილი“, - განაცხადა ფსაკიმ.

 

ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ თვალს ადევნებს შეტყობინებებს, რომლის თანახმადაც რუსი ჯარისკაცების გაურკვეველ ვიტარებაში დაღუპვის ფაქტებს მათ სამშობლოში მალავენ. ფსაკიმ ასევე ახსენა სანკტ-პეტერბურგის ჰოსპიტალში გადაყვანილი დაჭრილი რუსი სამხედროები.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ცალკეულმა მედიასაშუალებებმა უკვე 400-ზე მეტი დაჭრილი და ლიკვიდირებული სამხედრო მოსამსახურე დათვალეს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა პესკოვმა არ დაადასტურა რუსი სამხედროების მასობრივი დაკრძალვის ფაქტები და განაცხადა, რომ ფაქტები დამატებით შესწავლას საჭიროებს.

 

ამასთან, უკრაინაში ტყვედ აყვანილმა  რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების 98-ე სვირის დივიზიის 331-ე პოლკის მოსამსახურეებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ბრძოლას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, გააკეთა რა კომენტარი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ, განაცხადა, რომ მათ უკრაინის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !