-
2014-08-28 06:05
27 აგვისტოს, გვიან ღამით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბატალიონ „დონბასის“ ერთერთი წევრის შეტყობინება, რომელიც ნოვოაზოვსკთან არსებულ სიტუაციას უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებულად წარმოაჩენს.
უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით გვიან ღამემდე წერდა, რომ ნოვოაზოვსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არის, ვრცელდებოდა ინფორმაცია დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებაც, მაგრამ ბატალიონ „დონბასის“ წევრმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სიტუაცია ბევრად გაუარესებულია და რომ ქალაქს რუსი სამხედროები და ტერორისტები აკონტროლებენ:
„უკვე სამ საათზე მეტია, რუსების ალყაში ვართ, ნოვოაზოვსკი მთლიანად მათ ხელშია, ისინი ოდესის შოსეზე გავიდნენ, უზარმაზარი კოლონაა, ეტყობა, ხვალ ორი მიმართულებით მარიუპოლს შეუტევენ“, - წერს „დონბასის“ მებრძოლი.