27 აგვისტოს, ღამის საათებში ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში უკრაინის არმიის დამატებითი კონტიგენტი გადაისროლეს - დაახლოებით ათასამდე სამხედრო.
ამის შესახებ ერთერთ უკრაინულ არხზე გამოსვლისას საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული გვარდიის ათასკაციანი დანაყოფი ზონაში გაიგზავნა, ხოლო დაახლოებით ამდენივე უკვე დილის საათებში გაიგზავნება.
მისი თქმით, მზადაა კიდევ ორი ბრიგადა, რომელიც კარგად მომზადებული და შეიარაღებულია. მისი თქმით, უკრაინას უკან დასახევი გზა აღარ აქვს: „პანიკა საჭირო არ არის, ჩვენ მათ გავუმკლავდებით და, საბოლოოდ, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლისენკომ.