-
2014-08-26 23:16
რუსეთის არმიის აუხსნელ დანაკარგებზე ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც მე-18 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გინებით იკლებს ჯარისკაცებს, რადგან მათ ომი არ უნდათ.
მეთაური წუხს, რომ ყირიმი გასროლის გარეშე აიღეს, აქ კი „ასეთები ხდება“ და ჯარისკაცებს ავალებს, პატაკი დაწერონ. - საუბრის აუდიოჩანაწერი -
დიდი ხანია, ხმები ვრცელდებოდა უკრაინასთან ომში ამ ბრიგადის მონაწილეობის შესახებ და აი, ამ ხმების ოფიციალური დადასტურებაც: რუსეთის პრეზიდენთან არსებული საბჭოს ვებ-გვერდზე დაიწყო გამოკითხვა: „შემოწმდეს მონაცემები როსტოვის პოლიგონზე ცხრა რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ“.
დაღუპულთა სია, ვინაობის მითითების გარეშე, ასე გამოიყურება:
სანიტარული ინსტრუქტორი, რიგითი; მზვერავი, რიგითი; მზვერავი, რიგითი; ჯგუფის მეთაური, ლეიტენანტი; უფროსი მზვერავი, უფროსი სერჟანტი; მზვერავი-ყუმბარმტყორცნი, რიგითი; მზვერავი-სნაიპერი, რიგითი; მესანგრე-მზვერავი, რიგითი; განყოფილების მეთაური, უმცროსი სერჟანტი.
სიაში მყოფთა უმრავლესობა დაღესტნელია, ყველანი მე-18 მოტომსროლელი ბრიგადის 27777 სამხედრო ნაწილიდან არიან. დაიღუპნენ 9-11 აგვისტოს „როსტოვის ოლქის სამხედრო პოლიგონზე“.
გამოკითხვის სრული ტექსტი აქაა
გადავამოწმოთ ზემოთაღნიშნული სამხედრო ნაწილი სოციალური ქსელების პროფილების მიხედვით:
გადამოწმება1
გადამოწმება2
აქ კი პატიოსნად წარწერილი - „მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა, ბიჭებო!“
თუკი მის მიერ დაწერილი სტატუსებით ვიმსჯელებთ, ნიკიტა პოპოვს ძალიან არ უყვარს უკრაინა და მიდის „ნა დონბას“.
კიდევ არ გჯერათ? მივყვეთ შემდეგ: 18 აგვისტო, ფოტო ქალაქ გუკოვოსთან ახლოს, საიდანაც ორი სასაზღვრო გადასასვლელია უკრაინაში.
შენიშვნა: ბმულები სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომია მხოლოდ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის