-
2014-08-21 06:14
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველად, ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის საკადრო სამხედრო მოსამსახურეები იბრძვიან.
ამის თაობაზე უკრაინის პირველმა პირმა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილესთან ჯეფრი ფელტმანთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში არანაირი შიდა კონფლიქტი არ არსებობს.
პოროშენკომ ფელტმანს მიაწოდა ინფორმაცია ბოევიკების მიერ ლუგანსკთან მშვიდობიანი კოლონის დაცხრილვის შესახებ. მისი ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ახალი შეიარაღების გამოგზავნას უკრაინაში, მათ შორის ტანკების, არტილერიისა და სარაკეტო მოწყობილობების, ისეთების, რომლითაც „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგი“ ჩამოაგდეს.
გაეროს გენმდივნის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო ინიციატივებისთვის და იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიიწვია, რომელიც ნიუ-იორკში თვის ბოლოსაა დაგეგმილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14