ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი 5 დღით საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს.
დეფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, აკრძალვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ემსახურება.
ცხინვალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს გეგმავს, რის გამოც 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე მოქალაქეების გადასვლა წყდება.
აკრძალვა 11 აგვისტოდან მოიხსნება.