აზერბაიჯანისა და სომხეთის მედია მთიან ყარაბაღში დაწყებულ კონფლიქტზე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებს

Image

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის განახლებაზე სომხური და აზერბაიჯანული მედიასაშუალებები სხვადასხვა ცნობებს ავრცელებენ.

 

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მიერ წამოწყებულ შეტაკებებში მოწინააღმდეგემ 7 სამხედრო დაკარგა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი 4 ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს.

 

მთიან ყარაბაღში მდგომარეობა 27 ივლისიდან დაიძაბა, დაძაბულობამ კი პიკს 1-დან 2 აგვისტოს ღამეს მიაღწია. სომხური მედიისა და ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების რაზმების მხრიდან დივერსიის მცდელობა აღკვეთილია და ლიკვიდირებულია 7 ჯარისკაცი, თუმცა, აზერბაიჯანის მხარე 4 სამხედრო პირის დაღუპვას ადასტურებს.

 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, რის შემდეგაც ოფიციალურმა ბაქომ გასცა ბრძანება, სომხეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ მსხვილკალიბრიანი ირაღიდან. ერთერთი ვერსიით, აზერბაიჯანული მხარე სარაკეტო დანადგარებსაც იყენებს, თუმცა, ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.

 

სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, აზერბაიჯანულმა მხარემ 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის ზონის მიმართულებით 16.500 გასროლა მოახდინა, მათ შორის, მსხვილკალიბრიანი იარაღიდანაც.

 

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინიტროს ცნობით, აზერბაიჯანმა გასულ ღამეს 5 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, სამი კი დაიჭრა. სროლა და შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარტაკერტის მიდამოებში მიმდინარეობდა.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთის მიმართულებას, ამავე წყაროს ცნობით, მოკლულია 2 და დაჭრილია 4 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !