-
2014-07-21 23:18
ruscur.ru იტყობინება, რომ 16 ივლისს ოდესის პორტში, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადმოიტვირთა 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი VZ-77 „დანა“, რომელიც ჩეხური წარმოებისაა და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.
ამავე რესურსის ცნობით, ტვირთს შორის იყო ასევე საშტაბო ავტობუსები და სატვირთო ავტომანქანები. რუსული მედიარესურსი ვარაუდობს, რომ საარტილერიო დივიზიონი, რომელიც უკრაინაში გადმოსხეს, მაზურიის (ისტორიული რეგიონი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვისლის დაბლობსა და რუსეთ-ბელარუსის საზღვარს შორის) პირველი საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობიდანაა და მთლიანად პოლონელი სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული.