-
2014-07-21 16:40
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ძერჟინსკში დაიკავეს ბოევიკების შტაბი, ამჯამად მიმდინარეობს ქალაქის გათავისუფლება ტერორისტული ჯგუფებისგან - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ლავერი გელეტაიმ ქვეყნის პრეზიდენტს მოახსენა.
ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა დაამყარეს კონტროლი გორლოვკის ნაწილზე და გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი პესკი, გადაუკეტეს რა ტერორისტებს გზა სოფელ კარლოვკის მიმართულებით. ამას გარდა, უკრაინის არმიამ წინ წაიწია ქალაქ ლისიჩანსკთან, რომელიც ლუგანსკის ოლქს ეკუთვნის.
რთული სიტუაციაა დონეცკში: ქალაქში ცვივა ჭურვები, მოსახლეობა სარდაფებს აფარებს თავს, რამდენიმე ადგილას დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, იფეთქა ხანძარმაც.