-
2014-07-19 20:47
ინფორმაცია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკების ფავორიტი ჟურნალისტის ოქსანა შკოდას გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მას ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა და გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ შკოდა ცოცხალია და დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ოქსანა შკოდა ვიქტორ იანუკოვიჩის შტაბში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ვიქტორ მედვედჩუკის ორგანიზაცია „უკრაინსკი ვიბორთან“ თანამშრომლობდა.
მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე შკოდა სლავიანსკში ჩავიდა, სადაც ტერორისტთა მეთაურთან იგორ გირკინ-სტრელკოვთან თანამშრომლობდა.