
ღამის განმავლობაში ლუგანსკზე მიტანილი წერტილოვანი დარტყმების შემდეგ უკრაინელმა ძალოვნებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ლუგანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, - ამის შესახებ გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსი გელეტეიმ პრეზიდენტ პოროშენკოს უპატაკა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულმა ბოევიკებმა ქალაქის სიღრმეში გადაინაცვლეს და ბლოკ-პოსტების გამაგრება დაიწყეს. ძალოვნებმა განბლოკეს ასევე ლუგანსკის აეროპორტი, რომელსაც ბოევიკები აკონტროლებდნენ.